გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პარტნიორთა ფართო სპექტრთან ერთად აცხადებს პროგრამას „ქალი ინოვატორები გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად ევროპისა და ცენტრალური აზიის 18 ქვეყანაში“. შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ 16-კვირიან მსოფლიო დონის პროგრამაში, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში 2022 წლის აპრილ-ივლისში. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ მისამართს: https://boostimpact.org/challenges/boost-women-innovators/