ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა ბორდი (HARNO) 2022-2023 სასწავლო წლისათვის აცხადებს კონკურსს ესტონეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისათვის. განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართებში და ეწვიეთ ბმულს: https://www.harno.ee/en
დანართი 1 დანართი 2