3-7 ოქტომბერს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევორას უნივერსიტეტის (პორტუგალია) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასამბლეის პრეზიდენტი ხოსე მანუელ სარაგოსა ეწვია. ხოსე მანუელ სარაგოსა ერთი კვირის განმავლობაში ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გზები.