სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მურსიის უნივერსიტეტის პროფესორ როზა მარსელა რამოს ჰიდალგოს ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

17-21 ოქტომბერს  „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მურსიის უნივერსიტეტის პროფესორი, როზა მარსელა რამოს ჰიდალგო იმყოფებოდა. პროფესორმა როზა მარსელა რამოს ჰიდალგომ  ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა საერთაშორისო პოლიტიკის თემაზე. მომხსენებელმა ახალგაზრდებს გააცნო საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები და თანამედროვე გამოწვევები. ვიზიტის ფარგლებში როზა მარსელა რამოს ჰიდალგო  ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა