სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლექციები წაიკითხა ევორას უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში ლექციები წაიკითხა ევორას უნივერსიტეტში (პორტუგალია). მომხსენებელმა განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, ღია მმართველობა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის მიღწევები და მდგარი განვითარება. ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ ევორას უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე გააცნო საქართველოს არსებული პოტენციალი ევროინტეგრაციისკენ მიმავლ გზაზე და  ღია მმართველობის აქტუალური საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავალო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა