სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ გიედრე კასიენეს ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

31 მაისს-6 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიედრე კასიენე იმყოფებოდა.  ასოცირებულმა პროფესორმა გიედრე კასიენემ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემებზე: გარემოს ბიოინდიკატორები, ბიოგეოქიმიური ციკლი დ გარემოს ეკოლოგია.

 

ვიზიტის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა გიედრე კასიენემ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ლექტორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო  შემეცნებით ეკოტურში მაჭახელას ეროვნულ პარკში, რომელიც ჩატარდა 5 ივნისს გარემოს დაცვის  საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

ასოცირებული პროფესორი გიედრე კასიენე ასევე შეხვდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა