სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი კარპატების სახელმწიფო კოლეჯში

სურათი

22-26 მარტს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე კარპატების სახელმწიფო კოლეჯში (პოლონეთი) იმყოფებოდა აკადემიური მობილობის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში საექთნო საქმის სტუდენტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაგერვაძემ ჩაატარა ლექციები თემებზე: განვითარების გენეტიკა,  ემბრიოგენეზის ტერატოგენები; ტყუპები, მათი წარმოშობის მექანიზმი და გენეტიკა;  ეპიგენეტიკური ფაქტორები და მექანიზმები და ფარმაკოგენომიკა და მისი როლი პერსონალიზებულ მედიცინაში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა