სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიშიგრადის ფონდი

ვიშეგრადის ფონდი არის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას ვიშეგრადის რეგიონში, ასევე  ვიშეგრადის რეგიონებსა და სხვა ქვეყნებს შორის,  განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში.

პროექტის მთავარი მიზანია ევროპული განზომილების ინტეგრირება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით საქმიანობაში. ამ მიზნით გამოიყოფა ორი ძირითადი მიზანი. პირველი მიზანი არის ინტერნაციონალიზაციის ქსელის განვითარება და დანერგვა, რომელიც მოიცავს რეგიონულ და რეგიონთაშორის დონეებს. ამ ქსელის ფარგლებში შემუშავდება ინფორმაციის მიწოდების სტანდარტული ფორმები უნივერსიტეტის კვლევითი და აკადემიური საქმიანობის წარმოსაჩენად. მეორე მიზანია ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების დონის ამაღლება ტრენინგის უმაღლესი მენეჯმენტის მეშვეობით. ინტერნაციონალიზაციის საქმიანობაზე პასუხისმგებელი უნივერსიტეტის პერსონალის გადამზადება ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ უფრო პროფესიული და თანამედროვე მიდგომების განვითარებას. აღნიშნული აისახება ინსტიტუციურ დონეზე ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებასა და/ან გადახედვაში, მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით და ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სივრცის გაფართოებაში.

ვიშეგრადის პარტნიორები:

  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
  • ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში (ჩეხეთი)
  • იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი)
  • ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) უნივერისტეტები:

  • სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (სომხეთი)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელორუსია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • ი.ვ. იეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემათა და ჰიდროინჟინერიის ინსტიტუტი (სომხეთი)
  • უკრაინის ეროვნული მეტალურგიული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • კიევის მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა