სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასოცირებული პროფესორის ნათია ქათამაძის ვიზიტი დაუგავპილსის უნივერსიტეტში

2024 წლის 22-29 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქათამაძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა დაუგავპილსის უნივერსიტეტში (ლატვია). ნათია ქათამაძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებების, ინგლისური ფილოლოგიის, სტუდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში ნათია ქათამაძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტის პროფესორებს, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა