სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ივლისის თვეში, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამების (პერსონალის მობილობა) ფარგლებში,  პარტნიორი უნივერსიტეტების არაერთ დელეგაციას უმასპინძლა, 15-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირს:

1-5 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს სტუმრობდა  ანკარის ატილიმ უნივერსიტეტის (თურქეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატის წარმომადგენელი ემრე დენიზ სევინირი.

8-12 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) წარმომადგენლები კრემენა სტანჩევა და მარიელა რიზოვა ეწვივნენ.         სტუმრებმა ჩაატარეს ინფორმაციული ხასიათის სემინარი ,,Digitalization of the economy in the Big Data Environment (Big)“  პროქტის შესახებ და ბსუ-ს პროფესურასა და დოქტორანტურის სტუდენტებს გააცნეს მისი  განხორციელების პრინციპები.

15-19 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ვროცლავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები ჯოანა სკოტნიცკა, აგატა ნოვაკი და ანა სას-კორობჩაკი ეწვივნენ. 

16 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, საქართველოში პარტნიორი უნივერსიტეტების გაცნობის პროგრამის ფარგლებში, სტუმრობდნენ ბიდგოშის (პოლონეთი) ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფ. სვეტლანა კაშუბა (დეკანი)

მარტა იპჩინსკა (დეპარტამენტის უფროსი).

29 ივლისს -2 აგვისტოს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს გდანსკის (პოლონეთი) ფიზიკური აღზრდის და სპორტის აკადემიის წარმომადგენელი, პიოტრ გოდლევსკი ესტუმრა, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით (სტაჟირება).

30 ივლისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს არაოფიციალური, გაცნობითი ვიზიტით ეწვია მალაგის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ჯესუს დელგადო, კოლეგებთან ერთად. მალაგისა და ბათუმის უნივერსიტეტები, პარტნიორები არიან ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი სამეცნიერო პროექტის კონსორციუმში, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას და სტრატეგიას, დეპარტამენტის საქმიანობას, სტუდენტთა და პერსონალის მობილობის პროცესის მენეჯმენტს, კონკურსების ორგანიზებას, შეფასების პრინციპებს; ინსტიტუციური განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებას;   უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტებს, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დაისახა სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა