სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბიალისტოკის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

2025 წლის 8-12 დეკემბერს ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის აკადემიური მობილობის ფარგლებში ბსუ-ში ვიზიტით იმყოფებოდა ბიალისტოკის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი მაგდალენა ლევანოვსკა.

პროფესორმა ლევონოვსკამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა ციკლი.

ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვდა  ფაკულტეტის დეკანს პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილს,  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს პროფესორ მარინე გიორგაძეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა