
2026 წლის 25-29 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შჩეცინის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორები ვოიჩეხ ლეონსკი და რომან ტილზანოვსკი, კაშტელო ბრანკოს უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიისა და ინდუსტრიის ინსტიტუტის (პორტუგალია) პროფესორი პედრო ტორრესი, ავეიროს უნივერსიტეტის ეკონომიკის, მენეჯმენტის, ინდუსტრიული ინჟინერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის პროფესორი ნინა შჩიგელ, კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პორტუგალია) პროფესორი ანა სოფია ფაჯარდო, საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლები რუი ლოპესი და პაულა ნევესი სტუმრობდნენ.
უცხოელი სტუმრები შეხვდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეებს პროფ. თამარ სირაძეს, ასისტ. პროფესორ გიორგი ქათამაძეს, ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პირებს, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბსუ-ში სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს, ასევე, მოინახულეს რეგიონის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებმა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტებს საჯარო ლექციები წაუკითხეს.