საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ვიზიტი ბიდგოშჩის უნივერსიტეტში

სურათი

2026 წლის 18 – 22 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის მთავარი სპეციალისტი, ლელა თავართქილაძე და ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე ,, ერაზმუს+-ის"  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიდგოშჩის უნივერსიტეტში (პოლონეთი)  იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში: „ურბანული გარემო ყველასათვის: უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სივრცეები ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან“, ლელა თავართქილაძემ კვირეულში ჩართული პერსონალისა და სტუდენტებისთვის წარადგინა უნივერსიტეტის პრეზენტაცია და ჩაატარა თემატური შეხვედრები. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გუგული დუმბაძემ, ჩაატარა ლექცია თემაზე: „ურბანული კლიმატური გამოწვევები და ინკლუზიური, კლიმატისადმი მდგრადი ქალაქები: ბათუმის  მაგალითი“.

პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განხილვასა და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა