საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

გამოცხადდა ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო კონკურსი „Going Global Partnerships -TNE Exploratory Grants 2026“

სურათი

გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - ,,Going Global Partnerships“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი - TNE Exploratory Grants 2026, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ინიცირებასა და გაღრმავებას.

საგრანტო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა, საგრანტო შეთანხმების ნიმუში და სხვა საჭირო მასალა)  ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე:  https://opportunities-insight.britishcouncil.org/short-articles/opportunities/tne-exploratory-grants-2026

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელფოსტაზე:goingglobalpartnerships-TNE@britishcouncil.org  განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ივლისი.

აქვე, აღსანიშნავია, რომ განაცხადის წარმდგენი ინსტიტუცია (ე.წ. Lead institution)  უნდა იყოს ბრიტანული უნივერსიტეტი, შესაბამისად, TNE Exploratory Grants 2026  წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელთაც უკვე ინიცირებული აქვთ გარკვეული ტიპის კოლაბორაცია ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა