სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი ALRAKIS II

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი ALRAKIS II აცხადებს კონკურსს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის (Postdocs) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი

2. ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი

3. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი

4. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი

5. პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი

6. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

7. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები

8. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა


პროექტი სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

მაგისტრანტი - 1000 ევრო
პოსტ-დოქტორანტი - 1800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
  • სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი;
  • ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.


განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი.


დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა