27 ოქტომბერი 2015 წელი
გაცვლითი პროგრამის ერასმუს+Credit Mobility–ის საინფორმაციო შეხვედრა შედგა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ნანა ყურშუბაძემ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი გაცვლითი პროგრამის განხორციელების წესები და კონკურსის ჩატარების პირობები გააცნო. ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა ყველა საფეხურის სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარს.