2015-2016 სასწავლო წლისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ „Erasmus+“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდგე ევროპულ უნივერსიტეტებში:
მობილობის ხანგრძლივობა :
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის - 5 თვე;
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის - 7 დღე.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2015-2016 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები :
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
-
აკადემიური პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ს პროფესორი (სრული, ასოცირებული, ასისტენტი);
-
ადმინისტრაციული პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ს ადმინისტრაციის შტატიანი თანამშრომელი;
-
არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა აკადემიურ/ადმინისტრაციულ პირთა მობილობისა);
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად);
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე, ან გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით) - საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!
სტიპენდია მოიცავს თვიურ/დღიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 16 ნოემბერი
რეგისტრაციის ლინკი:
საბუთები:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის:
კონკურსის ეტაპები:
-
სააპლიკაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა
-
სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში (B1)
-
სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან
-
აკადემიურ და ადმინისტრაციულ პირთათვის: მიმღებ უნივერსიტეტთან Skype-გასაუბრება
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და ასევე საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ კანცელარიაში 2015 წლის 16 ნოემბრის 18: 00 სთ -მდე.
ადმინისტრაციულ და აკადემიურ პირთა ელექტრონული რეგისტრაცია
სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი სჩეცინის უნივერსიტეტი, პოლონეთი ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი არისტოტელეს სალონიკის უნივერსიტეტი, საბერძნეთი პრეზენტაცია წერილის ფორმა სჩეცინის უნივერსიტეტისათვის, რომელიც უნდა გაუგზავნოთ მიმღებ დეპარტამენტს წერილის ფორმა სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის