9 აპრილი 2016 წელი
კვლევითი პროგრამის ‘’კარნეგის’’ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, ალექსეი ხარლამოვმა კვლევითი პროგრამის პირობები და წესები წარმოადგინა. ‘’კარნეგის’’ სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევას ითვალისწინებს. პროგრამა განკუთვნილია ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროში მოღვაწე მეცნიერებისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, უკრაინისა და მოლდოვეთის მოქალაქეებს. სასტიპენდიო პროგრამაში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 30 აპრილი.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია