უნგრეთის საელჩო, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სთავაზოს მაგისტრატურის სტუდენტებს ერთობლივ სტიპენდიას 2017-2018 აკადემიური წლისთვის.
უნგრეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს ინგლისურენოვან პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:
1. აგრარული მეცნიერებები;
2. მებაღეობა;
3. წყლის მართვა სოფლის მეურნეობაში.
სტიპენდია ფარავს სწავლების, ცხოვრების, კვებისა და ჯანმრთლებლობის დაზღვევის თანხებს.
სტუდენტთა შერჩევა მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე უნგრეთის მხარე შეარჩევს სტუდენტებისგან ელ - ფოსტით მიღებულ საბუთებს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის წერითი ან ზეპირი გამოცდა.
საჭირო დოკუმენტაცია:
-
სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
-
უახლესი CV
-
დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი
-
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი
-
პასპორტის ასლი
-
რეკომენდაციის წერილი
-
მოტივაციის წერილი
-
ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
-
ნასამართლეობის ცნობა
ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე ;
სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 28 თებერვალი.
ყველა დოკუმენტი უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: REU-Scholarship@fao.org აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ აქ:
დანართი 1 დანართი 2