სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

2017 წლის 18 იანვარს 13:00-ზე შოთა რუსთაველის დარბაზში (55 აუდიტორია) გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“

  • ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.
  • არასრული განაცხადი არ განიხილება.
  • საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02

სასტიპენდიო პროგრამის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზნების შესახებ

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპგანათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორცფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება მათი განმახორციელებლების სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის,  საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

პროგრამა კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც უზრუნველყოფს მათთვის ინდივიდუალური პროფესიული  კონტაქტების გაფართოებასა  და ხელს შეუწყობსსაჯარო სექტორში ინტერსექტორალურ ურთიერთთანამშრომლობას.

 

 პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

კონკურსში გამარჯვებული პირი  დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამისთვის არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი არ მიიღება და წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულებისგაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა