CAP4COM
პროექტის ნომერი: 516613-TEMPUS-1-2011-1-BE-TEMPUSJPHES –
პროექტის სახელწოდება: Building capacity for university-enterprise partnerships towards competency based training in Armenia, Georgia and Ukraine
”უნივერსიტეტი-საწარმო” თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში
პროექტის შესახებ:
გადაწყვეტილება წინამდებარე პროექტის დაფინანსების შესახებ ევროგაერთიანების საგანმანათლებლო, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ 2011 წლის ტემპუსის საგრანტო კონკურსის საფუძველზე მიიღო. პროექტის მიზნები და შინაარსი თავსებადია ლონდონის კომუნიკესთან. ლონდონის კომუნიკეში, ბოლონიის პროცესის ხელმომწერი მინისტრები აღნიშნავენ: „ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მუდამ გააჩნდეთ ისეთი რესურსები, რაც აუცილებელია მათი მიზნების განხორციელებისთვის. ეს მიზნებია: სტუდენტების მომზადება დემოკრატიულ საზოგადოებაში აქტიური მოქალაქეობისთვის, მომავალი კარიერისთვის და პიროვნული განვითარებისთვის; ფართო, თანამედროვე ცოდნის მიცემა და კვლევისა და ინოვაციის ხელშეწყობა. ჩვენ მოვუწოდებთ დაწესებულებებს, რომ უფრო მეტად განავითარონ პარტნიორობა და თანამშრომლობა დამსაქმებლებთან სწავლის შედეგებზე დაფუძნებული ინოვაციური კურიკულუმის შემუშავების პროცესში“.
პროექტის კოორდინატორი: სანტ-ლივენის კათოლიკური უნივერსიტეტი (KAHO), გენტი, ბელგია.
პროექტის მიზანია: უმაღლესი განათლების შესაბამისობა საბაზრო ეკონომიკის გამოწვევებთან; საწარმოებთან მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვა; სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა; სამეცნიერო და პრაქტიკულ კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა.
ბსუ-ს სამუშაო ჯგუფი:
ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე - კოორდინატორი, მკვლევარი; პროფესორი ალიოშა ბაკურიძე - მკვლევარი;
პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი - მკვლევარი;
ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში - მკვლევარი;
ასისტენტ პროფესორი მიხეილ დონაძე - მკვლევარი;
მასწავლებელი ლია დავითაძე- კოორდინატორის თანაშემწე.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ http://www.cap4com.eu/