სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

INURE

INURE

პროექტის ნომერი: 530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR

პროექტის სახელწოდება:   Integrated University Management System: Eu Experience On Nis Countries’ Ground

 უნივერსიტეტის მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროგაერთიანების გამოცდილების გაზიარება

პროექტის მიზანია უნივერსიტეტის მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნა და დანერგვა უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და საქართველოში ევროპული გამოცდილების საფუძველზე.

პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ეფექტური მენეჯმენტისთვის აუცილებელი ინფორმაციული ნაკადის აღრიცხვას, მართვას, შენახვასა და დაცვას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაფინანსებულია 2012 წლის ტემპუსის საგრანტო კონკურსის საფუძველზე, ორი წლის ვადით.

პროექტის კოორდინატორია გერმანიის კობლენც-ლანდას უნივერსიტეტი.


ბსუ- სამუშაო ჯგუფი:

ასოც. პროფესორი ლელა თურმანიძე, პროექტის კოორდინატორი

ასისტ. პროფ. ნანა მაზმიშვილი, თანაშემწე.

პროექტის ფარგლებში შექმნილია აკადემიური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბსუ-ს მართვის ინტეგრირებული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, სისტემის დასანერგად აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავებასა და სათანადო ტრეინინგების ჩატარებაზე. აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს სრული პროფესორი დავით დევაძე, ჯგუფში ჩართულია აგრეთვე ასოც. პროფ. გულადი ფარტენაძე, ასისტ. პროფ. მიხეილ დონაძე და ასისტ. პროფ. გრიგოლ კახიანი. პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი დავით აბუსერიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ამირან შარაძე.


დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ: http://www.inure.uni-koblenz.de/index.php/en/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა