SSDS
პროექტის ნომერი: N 530154-TEMPUS-1-2012-1-IT-TEMPUS-JPGR
პროექტის სახელწოდება: “Student Support and Development Services”
“სტუდენტთა დახმარებისა და განვითარების სერვისი”
პროექტის ხანგრძლივობა - ოქტომბერი 2012 - ოქტომბერი 2014
ძირითადი მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩამოყალიბდეს სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური, რომლის საფუძველიც იქნება ევროპაში მიღებული სტანდარტების შესაბამისად საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგია და საშუალებები, რის შედეგადაც სტუდენტებსა და პერსონალს ჩამოუყალიბდება ხარისხის უზრუნველყოფის კულტურა.
ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად შემდეგი ამოცანები არის შესასრულებელი:
კონკრეტული ამოცანები:
-
ინოვაციული სამსახურის შექმნა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის: აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრება-საქმიანობაში დახმარება და ორიენტაცია: კურატორობა, მობილობის საკითხებში კონსულტაცია და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის ხელშეწყობა;
-
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სერვისის ინფრასტრუქტურის დანერგვა-გაუმჯობესება
-
ადამიანური რესურსების მომზადება დაგეგმარებაში ადმინისტრირებასა და სტუდენტთა შეფასებაში (პერსონალის და სტუდენტთა წარმომადგენლების ტრენინგი ევროკავშირის ქვეყნებში)
-
ახალი სამსახურის ორგანიზება პარტნიორ უნივერსიტეტებში
-
ხარისხის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და წესების შემუშავება-დანერგვა.
-
ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემდგომი ღონისძიებების შემუშავება ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე.
მოცემული ამოცანების შესრულება შეფასდება შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით.
სამუშაო პაკეტები და შესრულების გეგმა
-
WP 1 სტუდენტთა სერვისის შესახებ მონაცემთა შეგროვება-ანალიზი
სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები (ქართულ ენაზე)
გამოკითხვის შესახებ ანგარიში (ინგლისურ ენაზე)
-
WP 2 სასწავლო ვიზიტი სტუდენტა გამოკითხვის შედეგებისა და სამოქმედო გეგმის განსახილველად
-
WP 3 პერსონალის მომზადება და სტრატეგიის შემუშავება
-
WP 4 ახალი მომსახურების გეგმის პილოტური გაშვება
-
WP 5 პილოტური სერვისის დანერგვა
-
WP 6 შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პროექტის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა
-
WP 7 ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
-
WP 8 პროექტის მენეჯმენტი
სტუდენტთა გამოკითხვის შესახებ ანგარიში (ინგლისურ ენაზე)