ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერასმუს +'' აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის უმაღლესი საბანკო (პოლონეთი) სკოლის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმღძვანელი, პროფესორი იაროსლავ ტომაშევსკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, პოლონელმა პროფესორმა სამუშაო შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ვორქშოფი, რომელსაც ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ ევროპის ეკონომიკას შეეხებოდა.
იაროსლავ ტომაშევსკიმ შეხვედრები გამართა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან, ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტის დეკანთან ვლადიმერ ღლონტთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან როსტომ ბერიძესთან და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ნანა ყურშუბაძესთან. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა როგორც ,,ერასმუს+ ''- ის, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში.