სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდია

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი შეარჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/bildung/scholarships-and-grants.html


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა