ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების კონკურსი - 2023’’ დასრულდა. კონკურსში მონაწილე 12 პროექტიდან დაფინასება მოიპოვა შემდეგმა 6-მა პროექტმა: „100 წერილი ბსუ-ს“, „ასტრონომიული ობიექტების რელიეფის ელემენტების სიმაღლეების განსაზღვრა ასტრონომიული ტელესკოპი FL-80640-ის საშუალებით“, „გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი - Environmental Youth Summit“, „დებატ კლუბი“, „სტუდენტური მედია კლუბი (Student Media Club)“, „ბსუს მოხალისეთა კლუბი - BSU Volunteer Club“.
გამარჯვებული სტუდენტური პროექტები:
„100 წერილი ბსუ-ს“ - პროექტის ავტორი ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნინო კაკაბაძე;
„ასტრონომიული ობიექტების რელიეფის ელემენტების სიმაღლეების განსაზღვრა ასტრონომიული ტელესკოპი FL-80640-ის საშუალებით“ - პროექტის ავტორი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი დავით მჟავანაძე;
„გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი - Environmental Youth Summit“ - პროექტის ავტორი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გოგა ბაუჟაძე;
„დებატ კლუბი“ - პროექტის ავტორი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნიკა თურმანიძე;
„სტუდენტური მედია კლუბი (Student Media Club)“ - პროექტის ავტორები იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: თამრიკო ზოიძე, ანა ვარდმანიძე;
„ბსუს მოხალისეთა კლუბი - BSU Volunteer Club“ - პროექტის ავტორი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი რაფაელ დილავერიძე.
კონკურსი მიზნად ისახავს აქტიური სტუდენტური ცხოვრების, არაფორმალური განათლების, სახელოვნებო-შემოქმედებითი საქმიანობის, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და ხელშეწყობას.