ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო კომპლექსის - სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის, სპორტული კომპლექსებისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი 200-მდე მობინადრეზეა გათვალისწინებული. შენობის მიწისზედა სამ სართულზე განთავსდება:
- დაცვის ოთახი
- ადმინისტრაცია
- სამრეცხაო-საშრობი
- საკონფერენციო დარბაზი
- ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო
- შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი - თითო თითოეულ სართულზე;
- ლიფტი შშმ პირებისთვის.
უკან |