სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

„ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსის შედეგები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების კონკურსი“ დასრულდა. 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შემდეგი 6 პროექტი: „ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი“, „თავისუფალი მსმენელი/Free listener“, „საქმიანი ვიზიტები“, ,,სტუდენტური ახალი წელი (საახალწლო ღონისძიებები)”, „ინოვაციური პროექტების შესწავლის კურსი“ და „ტაო-კლარჯეთი ჩვენი შთაგონება“. ბსუ სტუდენტებს ულოცავს კონკურსში გამარჯვებას და  უსურვებს წარმატებებს.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები:

1. „ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი“ - პროექტის ავტორი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გოგა ბაუჟაძე;

საგანმანათლებლო პროექტი „ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი“ არის  ევროკავშირის მოდელირება და იმ პროცესების წინსწრებით განხორციელება, რომელიც უკვე დაგეგმილია ევროკავშირის მიერ ბრიუსელში 15 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პროექტი ისახავს მიზნად სტუდენტთა ინფორმირებულობას, გადამზადება/დატრენინგებას, რეზოლუციის შექმნასა  და მის ჩვენებას ფართო საზოგადოებისათვის.

2. „თავისუფალი მსმენელი/Free listener“ - პროექტის ავტორი იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნანა ანთაძე; 

პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო პიროვნების (მწერლები, მომღერლები, ცნობილი მსახიობები და ასე შემდეგ) მოწვევა, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიან და გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.


3. „საქმიანი ვიზიტები“ - პროექტის ავტორი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო
ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შალვა შალიკაძე ;

სტუდენტური პროექტი „საქმიანი ვიზიტები“ მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას; სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას; სახელმწიფო სტრუქტურებში კარიერული შესაძლებლობების გაცნობას; სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხელშეწყობასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რეგიონული და ცენტრალური საკითხების, სახელმწიფოს განვითარების პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.


4. ,,სტუდენტური ახალი წელი (საახალწლო ღონისძიებები)” - პროექტის ავტორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ანუკი ახვლედიანი;

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საახალწლო კულტურული, სპორტული საგანმანათლებლო აქტივობები და წლის შემაჯამებელი სტუდენტური წვეულება. პროექტის მიზანია სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და გახალისება. წარმატებული სტუდენტების წახალისება და მოტივაციის გაზრდას.


5. „ინოვაციური პროექტების შესწავლის კურსი“ - პროექტის ავტორები  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები ლანა ბერიძე და ჯემალ ბერიძე;

პროექტის მიზანია ინოვაციური პროექტების წერის უნარჩვევების შეძენა, განვითარება. პროექტის ბენეფიციარები შეისწავლიან ინოვაციური პროექტების წერის ტექნიკას და მისი ცალკეული კომპონენტების სტანდარტების შესაბამის ფორმირებას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.


6. „ტაო-კლარჯეთი ჩვენი შთაგონება“ - პროექტის ავტორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ლიზი ბაბუჩაიშვილი.

პროექტი ითვაისწინებს საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებას ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომლის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება იმ ტერიტორიებისა და კულტურული/რელიგიური ძეგლების შესახებ, რომლებიც ერთ დროს საქართველოს საკუთრებაში შედიოდა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა