18 აპრილი 2016 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_5807_1_s.jpg)
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2016“-ის ტურნირის მორიგი მატჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუტსალის ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარშით 6:3 და შემდეგ ტურში ოქროს 3 ქულით გადავიდა. თამაშს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.