სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

კონკურსი სტუდენტებისათვის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები’’

სურათი

  პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში აცხადებს კონკურსს „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“, რომელიც ჩატარდება  ნოემბერში CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოჰაბში. კონკურსის მიზანია სტუდენტების ჩართვა გარემოსდაცვითი აქტივობებში, ინიციატივების წამოწყებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აქტიურ და გარემოს დაცვის თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს აჭარიდან.

პროექტის აღწერა:

3 ნოემბერს, 15:00 საათზე,  სტუდენტებს ჩაუტარდებათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
9-10 ნოემბერს სტუდენტები მენტორების დახმარებით დახვეწენ პროექტებს, რის შემდეგაც  გაიმართება სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.


გამარჯვებულ გუნდს CENN დაეხმარება პროექტის განხორციელებაში.

საქართველოს სამ რეგიონში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კახეთი და შიდა ქართლი - და  თბილისში  მიმდინარეობს პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში,
ფაზა II (WMTR II), რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

WMRT II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა  და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
• ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება;
• ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის განვითარება;
• ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმების სისტემის და სატარიფო  პოლიტიკის დახვეწა;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსადმი მზრუნველი დამოუკიდებულების განვითარებისათვის და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი კუთხით პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.

პროექტით დაინტერესებულმა სტუდენტებმა 3 ნოემბრის 23:00 საათამდე, სამოტივაციო წერილი უნდა გადაუგზავნონ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახურის, სტუდენტთა კარიერული განვითარების და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს ლაშა მიქელაძეს შემდეგ მისამართზე:  lashamikeladze@bsu.edu.ge

ტელ : 579506969


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა