22 ნოემბერი 2017 წელი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. სტუდენტებს უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და ამავე სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებასა და მათი განუყოფლობის საკითხებზე ესაუბრენ. ყურადღება გაამახვილეს ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში სახელმწიფოს მზარდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და სოციალური უფლებების რეალიზების მნიშვნელობაზე სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების გათვალისწინებით.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PRO¬LOG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“.