ბსუ-ში საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
29 აგვისტო 2016 წელი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოთქვამენ ინტერესს მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების საკითხებზე. აღნიშნული პროგრამების განხორციელების დროს გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკის წარმოდგენა, მათი განხილვა და გამოცდილების გაზიარება გააუმჯობესებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების ხარისხს.