მიმდინარე წლის 27 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა და პროცედურების მიხედვით შეფასდა. ექსპერტების დასკვნაში უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განისაზღვრა: განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება, რეფორმების კუთხით მუდმივი აქტიურობა, უნივერსიტეტის ხარჯ-ეფექტიანობის ზრდა, კვლევით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტური სერვისების განვითარება და მხარდაჭერა, ლაბორატორიებისა და კლინიკების გაფართოების მიზნით პროაქტიური და ინოვაციური მიდგომა.
უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს:
- დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;
- ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას;
- საგანმანათლებლო პროგრამებს;
- პერსონალს;
- სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
- კვლევას, განვითარებას და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
- მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელს შეადგენს.
უკან |