მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერმა ია ფირანიშვილი-გიგიბერიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩაატარა მოდულური სწავლების აქტუალურ საკითხებზე. სწავლების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მოდულური პროგრამების შემუშავებისათვის საჭირო დოკუმენტის თეორიულ მასალას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ. პროფესორ-მასწავლებლებმა ასევე შეისწავლეს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირების სტრატეგიები.
უკან |