ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი დასრულდა. 22-დან 24 მაისის ჩათვლით უცხოელი და ქართველი ექსპერტები ბსუ-ს ადმინისტრაციას, მართვის ორგანოებს, სამსახურებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, დამსაქმებლებს, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ. ექსპერტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით შეაფასებენ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს მასარიკოვას უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მილან პოლი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი ოლივენ ვესტვუდი ხელმძღვანელობდნენ. უნივერსიტეტმა საპილოტე ავტორიზაცია უკვე 2017 წლის დეკემბერში გაიარა.
უკან |