ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: ,,როგორ დავგეგმოთ შრომის ბაზრის კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის". ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს ცენტრის წარმომადგნელებმა მარიამ დარბაიძემ და ნათია გოცაძემ. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შემუშავდეს ბაზრის კვლევის დოკუმენტი; სწორად როგორ მოერგოს რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენება ბაზრის კვლევის დაგეგმვისას; სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და აქცენტების გაკეთება და ბაზრის კვლევის შედეგების საჭირო დოკუმენტაციაში სწორად ასახვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.
უკან |