ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მორგება აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტთან"

სურათი

ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მორგება აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტთან”. ოთხდღიანი ტრენინგი ჩაატარეს ცენტრის წარმომადგნელებმა  მარიამ დარბაიძემ, თამარ რემიშვილმა, მაკო ჯაოშვილმა. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს აკადემიური პროგრამის დანიშნულების და საჭიროების დადგენა, პროგრამის მიზნის და სწავლის შედეგების განსაზღვრა, შეფასების დაგეგმვა-ჩატარება, შეგროვებული მონაცემების ანალიზი /დამუშავება, გადაწყვეტილების მიღებისას შედეგების გამოყენება.  ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა