ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში ვირჯინიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის კომერციალიზაციის ცენტრის დირექტორმა რიჩარდ ნადარმა ტრენინგი ჩაატარა

სურათი

ვირჯინიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის კომერციალიზაციის ცენტრის დირექტორმა, უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა რიჩარდ ნადარმა ბსუ-ში ოთხდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის სტრატეგიული დაგეგმვის ჩარჩო დოკუმენტი, ტრანსდისციპლინური, ინტერდისციპლინური, მულტიდისციპლინური კვლევა, კვლევის ზეგავლენა, კვლევის პორტფოლიოს შექმნა (ინდივიდუალური და ინსტიტუციური პერსპექტივები). პროფესორმა რიჩარდ ნადარმა მსმენელებს  გაუზიარა ამერიკული საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებისა და დაფინანსების წყაროების გამოცდილება, ესაუბრა პარტნიორობის შემადგენელ ელემენტებზე, კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და კომერციალიზაციაზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი ანზორ ბერიძე, სასწავლო დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე, მკვლევრები, სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენლები, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის თანამშრომლები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და ფაკულტეტების წარმომადგენლები,

ტრენინგი „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში აშშ-ში გამართული სასწავლო ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის მიდგომებს და გაეგოთ მეტი კვლევის კომერციალიზაციის შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა ამერიკელი ექსპერტების ტრენინგებს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა