ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგ-კურსი ტარდება ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელზე

სურათი

8-12  მაისს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიცირებითა  და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის  ტრენინგ-კურსი ტარდება თემაზე: ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელი. ტრენინგის მონაწილეების შეისწავლიან თანამშრომლობითი სწავლის ხელშემწყობი მიდგომებს, აქტიური სწავლის ტექნიკასა და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოებს. პროფესორ-მასწავლებლები გაეცნობიან, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში; გააცნობიერებენ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს ონლაინ-სწავლების ფორმატში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული საკლასო ოთახი.

ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ღია საგანმანათლებლო რესურსებსა და მათი გამოყენების სამართლებრივ ასპექტებს; პრაქტიკაში გამოცდიან სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოადგებათ ამობრუნებულ საკლასო ოთახზე აქტიური და თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა