ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ETHICS პროექტის კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ვიზიტი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში

სურათი

9-11 აპრილს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (''Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities“ – ETHICS) ფარგლებში, კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ვიზიტი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის 10 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 3 ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ბსუ-დან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის წევრებმა - რექტორის მოადგილემ პროფესორმა თამარ სირაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღლონტმა, პროფესორმა ნანა მაკარაძემ და განათლების დოქტორმა ნინო მიქელაძემ.  

სასწავლო ტურის ძირითადი მიზანი იყო კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს კონსორციუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული 7 სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, ასევე იმსჯელეს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით ინსტიტუციურ დონეზე არსებულ საჭიროებებზე.  თითოეულმა უნივერსიტეტმა წარადგინა ინფორმაცია უნივერსიტეტში დღემდე ჩატარებული სამუშაოების, გამართული სამუშაო შეხვედრებისა და ჩატარებული ტრენინგების შესახებ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ინტერაქტიული პოსტერების სესია, რომელიც წარმოადგენდა კვლევაში პასუხისმგებლიანი ქცევის სტიმულირებასთან დაკავშირებული ინსპირაციული და ინოვაციური პროექტების, პროცესებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების ჩვენებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გამართულ შეხვედრას ამსტერდამის თავისუფალმა უნივერსიტეტმა (Vrije Universiteit Amsterdam/VU) უმასპინძლა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://ethics.iliauni.edu.ge/

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა