მიმდინარე წლის 22-26 ნოემბერს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორებმა (ასიე ცინცაძე, ირაკლი გორგილაძე და ივდით დიასამიძე) ჩაატარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე:
მოდული 1 - მედია და ციფრული წიგნიერება;
მოდული 2 - თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია (EDI);
მოდული 3 - მთავარი სამეწარმეო უნარები.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელმა და სტუდენტმა, რაც ხაზს უსვამს პროექტის ფართო მასშტაბსა და ჩართულობის მაღალ დონეს. სესიები გამოირჩეოდა ინტერაქციულობითა და პრაქტიკული აქტივობების მრავალფეროვნებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები მიზნად ისახავს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პერსონალისა და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
უკან |