ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

სურათი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საგანმანათლებლო  სივრცეში  მიმდინარე რეფორმების საკითხებზე საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოთქვამენ ინტერესს მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების საკითხებზე. აღნიშნული პროგრამების განხორციელების დროს გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკის წარმოდგენა, მათი განხილვა და გამოცდილების გაზიარება გააუმჯობესებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების ხარისხს.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საქართველოს განათლების მინისტრის ბრძ. №3-ის გარკვეული მოთხოვნები. მიღებული  ცვლილებების  ერთგვარი  ინტერპრეტაცია და  სასწავლო  პროცესში  ასახვის  გზების  ერთობლივი  განხილვა  მნიშვნელოვნად გააიოლებს აღნიშნული ცვლილებების დანერგვას.

2016 წლისათვის იწურება ავტორიზაციის ვადა რიგი უნივერსიტეტებისათვის. შემდგომი ავტორიზაცია უნივერსიტეტებმა უნდა გაიარონ ახალი ავტორიზაციის სტანდარტებით, მათთან შესაბამისობა და აქტივობების დაგეგმვა, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება დღესდღეობით უნივერსიტეტების მთავარი პრიორიტეტია.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ  გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  სასწავლო  უნივერსიტეტი,    ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა