საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი

ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტი

ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტი შეიქმნა საინჟინრო - ტექნილოგიურ ფაკულტეტთან 2006 წელს, როდესაც ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
2009 წლამდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სრული პროფესორი რევაზ კახიძე,
2009 -2013 წლებში სრულიპროფესორი თეიმურაზ ქიქავა, 2013წლის ოქტომბრიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი ენვერ ხალვაში.
დეპარტამენტში ამჟამად მოღვაწეობს 15 აკადემიური პერსონალი, ამთგან: 5 სრული პროფესორი, 4 ასოცირებული და 6 ასისტენტ პროფესორი. გარდა ამისა 31 მოწვეული ლექტორია, რომლებიც ეწევიან ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო მოღვაწეობას.
დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:
- მშენებლობა - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია სრულიპროფესორი გიზო ფარცხალაძე;
- არქიტექტურა - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია სრულიპროფესორი გიზო ფარცხალაძე;
- ტელეკომუნიკაცია - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია სრულიპროფესორი ენვერ ხალვაში;
- ტრანსპორტი- საგანმანათლებლოპროგრამისხელმძღვანელია პროფესორი ინდიკო აბაშიძე.
2. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები:
- სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია სრული პროფესორი თეიმურაზ ქიქავა;
- ტელეკომუნიკაცია - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ჭედია.
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ:
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - მშენებლობა
პროგრამის ხელმძღვანელი: სრულიპროფესორი გიზო ფარცხალაძე
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი გიზო ფარცხალაძე, სრული პროფესორი რევაზ კახიძე, სრული პროფესორი თეიმურაზ ქიქავა, ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი , ასოცირებული პროფესორი თემურ თურმანიძე, ასისტენტ პროფესორი თემურ ჯოჯუა, ასისტ. პროფესორი გურამ ფუტკარაძე, მასწავლებელი მერი სტურუა, მასწავლებელი ლალი გერსამია, მასწავლებელი კოტე გოგელია, მასწავლებელი ია მოწყობილი, მასწავლებელი ნანა დონდოლაძე.
კურსები და მოდულები: თეორიული მექანიკა, სითხისა და აირის გამოყენებითი მექანიკა, მასალათა გამძლეობა და დრ. თეორია; სამშენებლო მექანიკა და ნაგებობათა სეისმომედეგობა; გამოყენებითი მექანიკა (მანქანათა და მექანიზმების თეორია, მანქანათა ნაწილები) და სამშენებლო მანქანები; დრეკადობის და პლასტიკურობის თეორია; ზოგადსაინჟინრო მოდული (შესავალი სპეციალობაში, საინჟინრო და კომპიუტერული გრაფიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები საინჟინრო საქმეში); კომპიუტერული და პროექტირება მშენებლობაში; ავტომატური და პროექტირების სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და ექსპერიმენტის დაგეგმვა;
შენობათა არქიტექტურა და სამშენებლო მასალები; სამრეწველო დიზაინი; საინჟინრო გეოდეზია; შენობა-ნაგებობების გამოკვლევა-გამოცდა და კონსტრუქციათა დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა; სამშენებლო წარმოების დაგეგმვა, ორგანიზაცია და მენეჯმენტი; მშენებლობის ტექნოლოგია; გრუნტების მექანიკა და გეოლოგიის მოდული; სამშენებლო კონსტრუქციების მოდული ( რკ.ბ. კონსტრუქციები, ლითონის კონსტრუქციების); ნ/გ სამშენებლო კონსტრუქციების მოდული (ლითონის კონსტრუქციები, რკ.ბ. კონსტრუქციები, მილს. დაკონ. შედუღება); ნ/გ მშენებლობადასამშენებლომასალები; მენეჯმენტისმოდული (საინჟინრომენეჯმენტი; გამოყენებითიეკონომიკა); კონსტრუირების თეორიის სპეცკურსი; სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია; ენერგო და რესურსდამზოგი ტექნოლოგიები სამშენებლებლო საქმეში; მთიანი ქვეყნების კონკურენტუნარიანი არქიტექტურა.

2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - არქიტექტურა
პროგრამის ხელმძღვანელი: სრულიპროფესორი გიზო ფარცხალაძე
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი გიზო ფარცხალაძე, სრული პროფესორი რევაზ კახიძე, სრული პროფესორი თეიმურაზ ქიქავა, სრული პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი , ასოცირებული პროფესორი თემურ თურმანიძე, ასისტენტ პროფესორი თემურ ჯოჯუა, ასისტ. პროფესორი გურამ ფუტკარაძე, ასისტენტ პროფესორი ქეთევან ინაშარიძე, მოწვეული სპეციალისტები: მადონა ლორია, კოტე გოგელია, ლალი გერსამია, მერი სტურუა, ია მოწყობილი, ნანა დონდოლაძე,ნინო ჩაჩავა, გიორგი რამიშვილი, ზვიად ბურჭულაძე, მაია ჭყონია, მაია ჭიჭილეიშვილი, გოჩა გარუჩავა, ელგუჯა ხაზარაძე, მედეა მელქაძე, პავლე ძინძიბაძე, გიორგი გაბაშვილი, ვლადიმერ მჟავანაძე, ზაურ გამოშიძე, თამაზ ბერიძე, ოთარ გოგოლიშვილი, მერაბ ხალვაში, ნანა ცეცხლაძე, მაია კიკვაძე, ვარდო ბერიძე, ირინა გოშხეთელიანი, ცირა ჭყონია.

3. ბაკალავრიატის საგანამანათლებლო პროგრამა -ტრანსპორტი
პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ინდიკო აბაშიძე .
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი ინდიკო აბაშიძე, სრული პროფესორი რევაზ კახიძე, ასოც. პროფესორი ოთარ კანელიძე, ასისტენტ პროფესორი ქეთევან გოლეთიანი, ასისტენტ პროფესორი ქეთევან ინაშარიძე, ასისტენტ პროფესორი გ. ფუტკარაძე, ასისტენტ პროფესორი მაია ტუღუში, უფ. მასწავლებელი ნოდარ გიორგაძე.
კურსები და მოდულები: ავტომობილების მოდული (კონსტრუქციები, აქტიური და პასიური უსაფრთხოება); შიგაწვის ძრავები; ავტომობილების სიმძლავრის ბალანსი; სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობა; თვლებიანი მანქანების მოძრაობის თეორია; სატრანსპორტო-ლოგისტიკური მოდული (სატრანსპორტო ლოგისტიკა, საავტომობილო გადაზიდვები და საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია; დატვირთვა-გადმოტვირთვის კომპლექსური მექანიზაცია; ტერმინალები და ტერმინალთაშორისი გადაზიდვები); საერთაშორისო გადაზიდვები; სატრანსპორტო სისტემები; სატრანსპორტო პროცესებისა და სისტემების თეორიული საფუძვლები; ელექტროტრანსპორტი (ელექტრომობილები; ელექტრული წევა; ელექტრონიკისა და ავტომატიკის გამოყენება ტრანსპორტში); საქალაქო და სამრეწველო ტრანსპორტი; საზღვაო გადაზიდვები; სარკინიგზო გადაზიდვები; საჰაერო გადაზიდვები; მილსადენიანი და სამდინარო ტრანსპორტი; ტრანსპორტი და ეკოლოგია.

4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა -ტელეკომუნიკაცია
პროგრამის ხელმძღვანელი:სრული პროფესორი ენვერ ხალვაში.
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი ენვერ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ჭედია, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ასისტენტ პროფესორი მარინა ჩხარტიშვილი, ასისტენტ პროფესორი მაია ტუღუში, მასწავლებელი ნუგზარ ნაკაშიძე, მასწავლებელი რევაზ კომახიძე.
კურსები და მოდულები:ელექტრული წრედების თეორია; მიკროელექტრონული წრედები; ელექტრული მანქანები; მეტროლოგია, სტანდარტიზაცია და სერთიფიცირება; რადიოტექნიკური სისტემების მოდული (ველები და ტალღები, რადიოტექნიკური სისტემები); ტელეკომუნიკაციის თეორია; ტელეკომუნიკაციის სისტემები; ტელეკომუნიკაციის ქსელები; კავშირგაბმულობის კომპიუტერული ტექნოლოგიები.

5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
პროგრამის ხელმძღვანელი: სრულიპროფესორი თეიმურაზ ქიქავა.
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი გიზო ფარცხალაძე, სრული პროფესორი რევაზ კახიძე, სრული პროფესორი თეიმურაზ ქიქავა, სრული პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი , ასოცირებული პროფესორი თემურ თურმანიძე, ასოცირებული პროფესორი გულად ფარტენაძე, ასისტენტ პროფესორი თემურ ჯოჯუა, ასისტ. პროფესორი გურამ ფუტკარაძე, მოწვეული სპეციალისტები: კოტე გოგელია, ნანა დონდოლაძე, ცირა ჭყონია.
კურსები და მოდულები: მშენებლობის დაპროექტება და კომპიუტერული სისტემები; ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++; ინგლისური ენა; საინჟინრო ექსპერიმენტის ორგანიზაცია; სამშენებლო მექანიკის სპეცკურსი; წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა; ფუძე-საძირკვლების სპეცკურსი; ნაგებობების ლითონის კონსტრუქციები; ლითონის კონსტრუქციების სპეცკურსი; რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სპეცკურსი; საშენი მასალების სპეცკურსი; სეისმედეგობა; ნაგებობათა გამოკვლევა და გამოცდა.

6. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ტელეკომუნიკაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ჭედია.
პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: სრული პროფესორი ენვერ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ჭედია, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ასოც. პროფესორი გულადი ფარტენაძე, ასისტენტ პროფესორი მარინა ჩხარტიშვილი, მოწვეული სპეციალისტები: ნუგზარ ნაკაშიძე, რევაზ კომახიძე. ნანა დონდოლაძე, ნინო მიქელაძე, ლერი ზამბახიძე.
კურსები და მოდულები: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++; ინგლისური ენა; საინჟინრო ექსპერიმენტის ორგანიზაცია; ელექტრონული კომერცია; სიგნალების თეორია; წარმოების ორგანიზაცია და მართვა; რადიოტექნიკური და სატელევიზიო სისტემები და მოწყობილობები; ფართოზოლოვანი ციფრული ქსელები; ციფრული მობილური რადიოკავშირი; ციფრული კმუტაციის სისტემები; ადამიანის ელექტრომაგნიტური უსაფრთხოება; თანამედროვე ინფოტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები; ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები.
დეპარტამენტში ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: სამშენებლო კონსტრუქციების, საშენი მასალების, გრუნტების მექანიკის, მასალათა გამძლეობის, ავტომობილების, კომპიუტერების, ტელეკომუნიკაციების, ნაგებობათა გამოკვლევისა და გამოცდის ლაბორატორიები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა