ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული.

დეპარტამენტის ამოცანაა უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა; სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების, ბოლონიის პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა; უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდაზე და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა.

დეპარტამენტის  ფუნქციებია: წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ორგანიზება და საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა; უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავება; ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების განხორციელებისათვის სახელმწიფო, საგანმანათლებლო, კვლევით, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება; საგანმანათლებო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის საქართველოს და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში და კავშირებში უნივერსიტეტის გაწევრიანების ხელშეწყობა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების (საგრანტო პროექტების) შესახებ ინფორმაციის მიღება-გავრცელება, მათში უნივერსიტეტის ჩართვაზე ზრუნვა და შესაბამისი პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის უნივერსიტეტის პერსონალისთვის საკონსულტაციო მომსახურება; გაცვლითი პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალის პროფესიული ზრდისა და მხარდაჭერის პროგრამების ხელშეწყობა-განხორციელება; უცხოელი აბიტურიენტების/სტუდენტების ბსუ-ში მოზიდვისა და ჩარიცხვის პროცესის ადმინისტრირება; უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროცესების ადმინისტრირება, გაცვლითი პროგრამებისათვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსების ორგანიზება, სტუდენტთა და პერსონალის მობილობის, სტაჟირებისა და მივლინების ხელშეწყობა; გაცვლითი პროგრამის/საერთაშორისო მობილობის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალისათვის ბსუ-ში ადეკვატური სასწავლო გარემოს და საცხოვრებელი პირობების შექმნის ხელშეწყობა;

დეპარტამენტის უფლებამოსილებაა ასევე უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, კულტურული, საერთაშორისო მნიშვნელობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და განხორციელების მხარდაჭერა; უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულებების/მემორანდუმების/შეთანხმებების გაფორმების ორგანიზება; უნივერსიტეტის პერსონალის მიერ წარდგენილი/მიმდინარე/შესრულებული პროექტების, მათ შორის, უნივერსიტეტის მონაწილეობით საგრანტო პროექტების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი; ბსუ-ს გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან (Alumni) კავშირის შენარჩუნება და საუნივერსიტეტო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა;  საქართველოს და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების მიღება-მასპინძლობის ორგანიზება;  უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა- ორგანიზება; ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალის დაგეგმვა/ორგანიზება, ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;  უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;  დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესაბამისად, უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ინგლისურ ენაზე საქმიანი კომუნიკაცია (შემოსული კორესპონდენციის/ელექტრონული წერილების განხილვა-დამუშავება, გასული კორესპონდენციის მომზადება/ელექტრონული საქმიანი წერილების გაგზავნა); დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

  დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა