მთავარი გვერდი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამომცემლობა და სტამბა. გამომცემლობა 2007 წელს შეიქმნა და უზრუნველყოფს სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემას.
 

გამომცემლობის პრიორიტეტი საუნივერსიტეტო გამოცემებია, შესაბამისად, შემკვეთები ძირითადად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არიან. იბეჭდება ფაკულტეტების, დეპარტამენტების შრომები, კრებულები, ცალკეულ ავტორთა (ან ავტორთა ჯგუფის) მონოგრაფიები, ნაშრომები, სალექციო კურსები და ა.შ. გამომცემლობა ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ეწევა კომერციულ საგამომცემლო საქმიანობას. 
 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობას საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა, გაიხსნა საუნივერსიტეტო სტამბა - მცირე მასშტაბის პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც მომსახურებას უწევდა ძირითადად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა