სასარგებლო ინფორმაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას:

  • ტექსტის რედაქტირება;
  • ტექსტის კორექტირება;
  • ტექსტის დაკაბადონება;
  • წიგნის  დიზაინი;
  • ტექსტის ტექნიკური მომსახურება (ფოტოების დამუშავება,  ფორმატის განსაზღვრა და ა. შ.)

შესაძლებელია შემდეგი სახის პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადება:

  • წიგნები, კრებულები, კატალოგები, ალბომები, ბროშურები;
  • ჟურნალები, გაზეთები, ბიულეტენები;
  • აფიშები, სარეკლამო ფურცლები, პროგრამები, მოსაწვევები;
  • დიპლომები, სიგელები, ჩათვლის წიგნაკები, სტუდბილეთები; 
  • საფირმო ბლანკები, სარეგისტრაციო ჟურნალები, პორტფოლიოები, სერტიფიკატები და სხვა მსგავსი პროდუქცია

პროდუქციის მაქსიმალური ფორმატი - A3

ავტორთა საყურადღებოდ!

ტექნიკური მოთხოვნები და სტილი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამომცემლობაში დასაბეჭდად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი

  • გამომცემლობაში ელექტრონული სახით შემოსულ ტექსტს თან უნდა ერთვოდეს თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება ავტორის ვინაობა, სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ტექსტის ამონაბეჭდი.
  • ტექსტი აწყობილი უნდა იყოს შემდეგი შრიფტით: Sylfaen ან AcadNusx 12 (ქართული); Times New Roman 12 (ევროპული ენებისთვის), ინტერვალი 1,5. 
  • ქართული ტექსტებისათვის უნდა გამოვიყენოთ ე.წ. ქვედა {„} და ზედა {“} ბრჭყალები, უცხოენოვანი ტექსტებისათვის – ე.წ. ზედა {" " }ბრჭყალები.
  • ბიბლიოგრაფიის შედგენის პრინციპი, ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს ერთგვაროვანი და დაცული მთელ ნაშრომში. 
  • აკადემიური პუბლიკაცია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას გამორიცხავს ნაშრომის სპეციფიკა, აღჭურვილი უნდა იყოს სამეცნიერო აპარატით (საძიებლები, ბიბლიოგრაფიული დანართი) და უცხოენოვანი რეზიუმეთი.

აკადემიური საბჭოს დადგენილება N 110 (30.11.2017) - „ბსუ-ში ციტირებისა და ბიბლიოგრა­ფიის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა