ერაზმუს+-ს გაცვლითი პროგრამის მესამე გამოცხადება პერსონალისთვის 2017-2018 სასწავლო წლისთვის დაიწყო. მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე და უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრებში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებლები/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს დღიური და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018 წლის 12 თებერვალი, 18:00 საათი
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში, არაუგვიანეს 12 თებერვლის 18:00 საათისა.
რეგისტრაციის ლინკი: http://registration.bsu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი - B2 (ინგლისურ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესით;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა
აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.
უკან |