პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ინკლუზიური განათლება

კურსის სახელწოდება: „სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები“

კურსის მოცულობა: 15 სატრენინგო საათი

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:

  • მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ლელა თავდგირიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორი;
  • ნანი მამულაძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლები; საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ფსიქოლოგები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც გადაიხდის სწავლის საფასურს და ბსუ-ს ადმინისტრაციასთან გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრენინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ბავშვთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
  • ბავშვთა  საჭი­რო­ე­ბე­ბის განსაზღვრას;
  • ბავშვთა ინკ­ლუ­ზიური განათ­ლებისათვის კეთლგანწყობილი, ხელშემწყობი და უსაფრ­თ­ხო გარემოს შე­ქ­მნაში მონაწილეობას;
  • ბავშვთა  ინკლუზიურ განა­თ­ლე­­ბასთან დაკავშირებული კო­მ­­პლექსური სიტუა­ცი­ე­ბის ანა­ლიზს და თავიანთ საქმიანობაში პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების პრაქტიკულად გადაჭრას

მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით

შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)

ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა

გ) ტესტირება - 20 ქულა.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი,  რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.

კურსზე რეგისტრაცია

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა