კურსის მოცულობა: 15 სატრენინგო საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე ტრენერები:
• ნანა ცეცხლაძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი
• მზია ხახუტაიშვილი - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ქართული ენის მასწავლებლები, დაინტერესებული პირები
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც გადაიხდის სწავლის საფასურს და ბსუ-ს ადმინისტრაციასთან გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ქართული ენის მასწავლებლებისთვის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის გაღრმავება, რომელსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში
მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით
შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)
ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა
გ) ტესტირება - 20 ქულა.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი, რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.
მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერტიფიკატს.

უკან |