პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„დოიჩე ველეს“ ტრენინგი ტრენერებისთვის: „ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხელშეწყობა“

სურათი

26-30 ივლისის ჩათვლით ,,დოიჩე ველეს“ ტრენერებმა - თინა ცისკარაძემ და ნინო ორჯონიკიძემ ბსუ-ს პროფესიული პროგრამის ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგი მიზნად ისახავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების  ხელშეწყობას,  პროგრამების სტრატეგიასა და დიზაინზე მუშაობას,  თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტების გაცნობასა და მეთოდოლოგიას. ტრენინგის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიხედვით შეიქმნა სამი ახალი პროგრამა.

ტრენინგის კურსი მოიცავდა:

  • მედია გარემოს ანალიზს, გამოწვევებს, ციფრული ეკოსისტემის გაცნობას;
  • ტრანსმედიაპროექტების და  მედია კონტექსტის შესაბამისად სასწავლო გარემოს  ცვლილებასა და ახალ გამოწვევებთან მიმართებაში სასწავლო პროგრამის შესაბამისობას ახალ სტანდარტებთან;
  • კურსის დიზაინის ძირითადი ელემენტებზე: კურიკულუმზე, სილაბუსსა და სესიაზე მუშაობას;
  • სასწავლო მეთოდოლოგიასა და სწავლების ტიპების გაცნობას;
  • ლექციების პრეზენტაციასა და სასწავლო პროგრამების შედგენას;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა